სიახლეები
-
05 თებერვალი 2019
თქვენი რეკლამა
ონში მუზეუმი აშენდება
ონში მუზეუმის აშენება იგეგმება.
პროექტის განხორციელება წელს დაიწყება. შედეგად, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, ონსაც ექნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, პილიგრიმული ტურიზმის გარდა.
“ონში არის სინაგოგა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ებრაელი ტურისტებისთვის. რაჭაში სხვა სახის მარშრუტების განვითარებაც შესაძლებელია. ონის მუზეუმი, უშუალოდ ონის მხარეთმცოდნეობის და არქეოლოგიური მუზეუმის როლს შეასრულებს და მოიზიდავს მეტ ადამიანს, მათ შორის მკვლევარებს, რომლებიც საქართველოში ჩვენი კულტურის უკეთ გასაცნობად ჩამოდიან,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.