მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  იანვარი  2019

    1.6 მილიარდი - რიკოთზე გზის 2 მონაკვეთის მშენებლობა იწყება

    რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული გზის 2 მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება.

    რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მანამდე კონტრაქტორები უზრუნველყოფენ მოსამზადებელ სამუშაოებს.

    სამუშაოები უნდა დაიწყოს ხევი - უბისას და უბისა - შორაპანის მონაკვეთზე.

    ხევი -უბისას 12.2 კმ გზას ჩინური Hunan Road and Bridge Construction Group-ი ააშენებს. პროექტის ბიუჯეტი 732.29 მლნ ლარია,

    აშენდება ოთხზოლიანი გზა. დაგეგმილია 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა.

    რაც შეეხება უბისა-შორაპანის მონაკვეთს, აქ სამუშაობს China Road and Bridge Corporation -ი ჩაატარებს. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 901 973 206.57 ლარია.

    რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

     

     

     

     


პარტნიორები