მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  იანვარი  2019

    Apartments.ge: ბაკურიანი ვითარდება თუმცა, ამისთვის გაცილებით სწრაფი ტემპია საჭირო“

    კურორტ „ბაკურიანში“, რომელიც ხელისუფლების გეგმების თანახმად, უახლოეს წლებში „ქართულ დავოსად“ უნდა იქცეს, ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. რა ოდენობის ტურისტი ჩავიდა წელს მთის კურორტებზე და მათ შორის, ბაკურიანში, ამის შესახებ მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, თვალსაჩინოა და ამას არაერთი სასტუმროს მფლობელი და ადგილობრივი ამბობს, რომ რომ წელს ბაკურიანში ტურისტების რაოდენობამ პიკს მიაღწია.


    Apartments.ge–მ გამოკითხა რამდენიმე წარმომადგენელი, რომელსაც აპარტამენტი ბაკურიანში აქვს ნაყიდი და Apartments.ge–ს საშუალებით აქირავებს:


    მათი ერთი ნაწილი სეზონით კმაყოფილია და აცხადებს, რომ წლევანდელ სეზონს ბაკურიანი აბსოლუტურად მომზადებული შეხვდა, რაც ტურისტების გაზრდილ რაოდენობაში და მათ კმაყოფილებაშიც გამოიხატა. მათი ინფორმაციით, წელს ბაკურიანს როგორც ადგილობრივი ტურისტები, ისე უცხოელი ვიზიტორები სტუმრობდნენ.



    „მე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, წინა წელს არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. ჩემი ყველა კლიენტიც კმაყოფილი წავიდა, არავინ არ წასულა გულდაწყვეტილი“


    „მიმდინარე სეზონის შეფასებისას ავღნიშნავ, რომ მოლოდინი უფრო დიდი იყო,თუმცა, მე მაინც კმაყოფილი ვარ. ტურისტების სიმრავლე იგრძნობოდა და მათ ძირითად ნაწილს ქართველები წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ფასებს, წელს შარშანდელთან შედარებით დაბალია .პიკურ პერიოდად კი ახალი წლებს დავასახელებდი“


    „ჩემთან ძირითადად, ქართველები ოჯახებით ისვენებენ. შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად დიდი მოთხოვნა და დაბალი ფასები იყო. ჯამში წელს უფრო მეტი შემოსავალი მივიღე, გამომდინარე დიდი მოთხოვნიდან“–განუცხადეს Apartments.ge–ს აპარტამენტების მფლობელებმა.


    Apartments.ge ის წარმომადგენლების მეორე ნაწილი განმარტავს, რომ წელს ზამთრის სეზონი ბაკურიანში ჩავარდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებისთვის დასვენება ჯერ ისევ არაკომფორტულია. ბაკურიანში წყლის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა, არ არის გასართობი ცენტრები. კერძო სექტორი კიდევ ერთ პრობლემად სამედიცინო დახმარების პუნქტს ასახელებს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ის ბორჯომში გადაჰყავთ. რაც შეეხება კურორტზე გასართობი დაწესებულებებს, კერძო სექტორი ამ მიმართულებით კვლავ არ ინტერესდება.


    „წელს ბაკურიანში გარკვეული ტიპის პრობლემები იყო. უწყლოობა, საცობები, მოუწესრიგებელია ტროტუარები. მუნიციპალური ტრანსპორტი საკმაოდ ხარვეზებით მუშაობს. საავადმყოფო ფაქტობრივად არ არის . ხელი მოიტეხა ახლობელმა და ოპერაცია ვერ გაუკეთეს, ტრამვატოლოგი არ ჰყავთ!!!!აშკარად შარშანდელი სეზონი სჯობდა“


    შარშან ბევრად სჯობდა,ფასები. წელს ხალხმაც იკლო.ამ დროს მარტის ნახევრამდე უკვე გაქირავებული იყო ხოლმე, რატოა ასეთი ჩავარდნა ვერ მივხვდი“


    „წელს უფრო ქართველები იყვნენ ,უცხოელი ვინც მყავდა წყლის გათიშვის გამო გამექცა. გარდა მაგისა, გზა იყო გაუწმენდავი და ვერ ავიდნენ ჩემამდე, მაღალია ცოტა ... ანუ წელს ბაკურიანი ძალიან მოუწესრიგებული იყო. დამსვენებელიც ნაკლები, რაც გაქირავებებსაც დაეტყო“


    როგორც ბაკურიანში Apartments.ge-ს განუცხადეს, კურორტი ვითარდება, თუმცა ამისთვის გაცილებით სწრაფი ტემპია საჭირო.


    ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ საბაგიროები სრულ მზადყოფნაშია და ის ტურისტების მომსახურებას სრულად უზრუნველყოფს.


    გოჩა გობრონიძის განცხადებით, ბაკურიანში წელიწადის ყველაზე აქტიურ სეზონზე საპარკინგე სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები მუდმივად იქმნება. სწორედ ამიტომ ბაკურიანში წელს კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ავტოსადგომი მოეწყო, რომელიც ჯამში დაახლოებით 500 ავტომობილს იტევს. დიდველზე კი 4 ავტოსადგომია, რომელიც ჯამში 500-ზე მეტ ავტომობილს იტევს.


    რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც წელს დამსვენებლებს ბაკურიანში დახვდათ — კურორტზე ჯამში 4 საბაგიროა მოწყობილი. ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.მოწყობილია დამატებით 3 ახალი სასრიალო ტრასა დიდველზე, კოხტაგორაზე და მიტარბზე.


    როგორც ცნობილია, ზამთრის კურორტებზე სეზონი ოფიციალურად 15 დეკემბრიდან გაიხსნა.


    რაც შეეხება ონლაინ დაჯავშნის ახალ პლატფორმა Apartments.ge–ს , ის 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა და ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლამდე მათთვის სასურველი სასტუმროს და ჯავშნის საშუალებას აძლევს. იდეა ინვესტორებისთვის და ტურისტული ჯგუფებისთვის ახალ მიმართულებას წარმოადგენს და ის Booking.com- ის ქართულ ანალოგადაც შეიძლება ჩაითვალოს. საიტი ამ ეტაპზე სატესტოდ მუშაობს, მარტიდან კი ახალი ფუნქციებით გააგრძელებს მუშაობას.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები