მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  იანვარი  2019

    2019 წელს ბათუმში რესტორან „სანრემოს“ განვითარება იგეგმება

    მიმდინარე წელს ბათუმში რესტორან „სანრემოს“ განვითარება იგეგმება. როგორც „კომერსანტს“ ბიზნესმენმა და პროექტების ხელმძღვანელმა ჯუმბერ ჭყონიამ განუცხადა, დღეს სანრემო 600-მდე მომხმარებელს იტევს, მომავალში კი სივრცე 1 400 მომხმარებელზე იქნება გათლილი. მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. განახლებული „სანრემოს“ მოწყობაში ჯამში 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

    სიახლეა ისიც, რომ 2023 წლისთვის ბათუმში 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სამეურნეო ეზო მოეწყობა.

    „ჩვენ ობიექტებს საკუთარი პროდუქციით მოვემსახურებით. მოეწყობა ფერმები და გაშენდება ბოსტნეულის ბაღები.“ განაცხადა ბიზნესმენმა.

     

     


პარტნიორები