მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  იანვარი  2019

    ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

    ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

    ამასთანავე, ევროკავშირი მზადაა, სახელმწიფოსთვის €100 მილიონის დაფინანსება გამოყოს, რაც ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.


    საინვესტიციო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ პროექტში არის აღნიშნული.

    პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს.

    “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება.

    საქართველოს ქვეთავში დასახელებული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:



    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა - 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP;

    სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე - 100 მილიონი ევრო;

    ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა - 1 მილიარდი ევრო;

    გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა - 25 მილიონი ევრო;

    გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა - 101 მილიონი ევრო;

    ბათუმის შემოვლითი გზა - 115 მილიონი ევრო;

    ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი - 61 მილიონი ევრო;

    რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი - 115 მილიონი ევრო;

    ალგეთი-სადახლოს პროექტი - 90 მილიონი ევრო;

    სადახლოს მეგობრობის ხიდი - 6 მილიონი ევრო.

    აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

     

     

    bm.ge


პარტნიორები