მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  დეკემბერი  2018

    „რედკო“ გუდაურში 26 შენობას ააშენებს

    გენერალური გეგმის მიხედვით „რედკო“ გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს და სხვა. - ამის შესახებ დეველოპერულ კომპანია „რედკოში“ აცხადებენ.

    დეველოპერული კომპანია „რედკო“ 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და დიდი წვლილი აქვს შეტანილი გუდაურის განვითარების პროცესში. აღსანიშნავია, რომ გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს: კურორტზე 6 ახალი საბაგირო ფუნქციონირებს, ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა. სამთო ტურიზმის ნიშა, რომელსაც მიაგნო “აუსტრია ტურიზმ კონსულტანტმა“ - იყო ჰელი-სკიინგი, ანუ, მოთხილამურეთა მთის წვერზე ტრანსპორტირება ვერტმფრენის მეშვეობით და მათი დაშვება გაუკვალავ თოვლში. იმ პერიოდში, ასეთი ტიპის სამთო ტურიზმი შესაძლებელი იყო მხოლოდ კანადაში. ტურიზმის ამ სეგმენტში გუდაური კონკურენტუნარიანი გახადა ევროპასთან სიახლოვემ, სასრიალო ფერდების, პრაქტიკულად, უსაზღვრო რაოდენობამ და ვერტმფრენით ფრენის სიიაფემ.

     

    „ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან. საპროექტო ფირმა ecosign-მა გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. გარდა 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელისა, ასევე ვმუშაობთ პროექტზე ,,Radisson Blu Gudauri.“ - აღნიშნავენ „რედკოში“.

    ამასთან, „რედკოში“ შობის საღამოს დაგეგმილ ღონისძიებებზეც საუბრობენ:

    „შობის საღამოს ჩვენი დამსვენებლებისთვის ვგეგმავთ სასიამოვნო საღამოს:

     

     

    მუდამ ტემპერამენტული, ცეცხლოვანი, ენერგიული თეონა კონტრიძე ბენდთან ერთად მსმენელს კიდევ ერთ შთამბეჭდავ პერფორმანსს შესთავაზებს. თეონა, რომელსაც საზოგადოება ყველაზე ექსტრავაგანტული ჯაზ-პანკ დივას სახელით უკვე წლებია იცნობს, ერთგულ მსმენელს რჩეულ ჰიტებს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ შობის ღამეს, სცენა ასევე დაეთმობა "თეატრალურის კვარტეტსაც", რომელმაც მსმენელის სიყვარული ტკბილი ქალაქური სიმღერების უბადლო შესრულებით დაიმსახურა. სცენა ახალ გუდაურში ღია ცის ქვეშ განთავსდება და კონცერტზე დასწრება თოვლისა და სიმღერის მოყვარულებისთვის, რა თქმა უნდა, თავისუფალი იქნება. ჩვენ მთელი გუნდით ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს საღამო იყოს დაუვიწყარი და სასიამოვნო. შობის დილას კი თქვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ გლინტვეინით ხელში დატკბეთ ულამაზესი ხედებითა და გუდაურის მთებში დატრიალებული ენერგიით, რომელიც საოცარ სადღესასწაულო გარემოს შეგიქმნით. ძალიან საინტერესო გარემო შეიქმნება სტუმრებისთვის, სადაც, ასახული იქნება როგორც ძველი გუდაურის კადრები, ასევე ახალი გუდაურის შტრიხები. როგორც აღვნიშნეთ, წელს გუდაური 30 წლის ხდება. შესაბამისად, ყველა ამ რიცხვის ირგვლივ ვტრიალებთ.“ - აცხადებენ „რედკოში“.

     

     

     


    ტეგები


პარტნიორები