მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  დეკემბერი  2018

    ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ, კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ და კომპანია „აკორდთან“ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება. მათი ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.

    „ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. 3 ლოტზე, ქართულმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა, ერთზე კი კომპანია „აკორდმა“. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტრაქტორის სახით პირველად განახორციელებს.

    ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ დროისთვის, სახიფათო გზის რეპუტაცია აქვს საგზაო ავარიების რაოდენობით და განსაკუთრებით ფატალური შედეგებით. გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას განახლებულ გზაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში

     

     

     

     

    .


პარტნიორები