სიახლეები
-
24 დეკემბერი 2018
თქვენი რეკლამა
წინანდალში ჭავჭავაძეების მამულთან ფეშენებელური ვილები აშენდება
წინანდალში, „რედისონ ქოლექშენ წინანდალის“ მიმდებარედ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ფეშენებელურ ვილებს და საბავშვო გასართობ პარკს ააშენებს.
30 ვილის აშენება წინანანდლის მამულის განვითარების შემდეგი ფაზაა. ვილების ნაწილი გაიყიდება, ნაწილი კი, თავად ჯგუფის საკუთრებაში დარჩება და გაქირავდება.
"სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ჭავჭავაძეების მამულის ახალი სიცოცხლე მთელი რეგიონის განვითარების სტიმულატორი იქნება.
ახალი პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ბიუჯეტი 15-20 მილიონის ფარგლებში მოიაზრება.
წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოში და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია 27 ოქტემბერს გაიმართა.
სასტუმრო სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა უკვე დატვირთულია. 15 იანვრიდან აქ ნომრების დაჯავშნა Booking.com -დანაც გახდება შესაძლებელი.
5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი. განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს : 1200 ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას და აღდგენილ ვენახებს.
„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია.
წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია კი, დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.ტეგები