სიახლეები
-
19 დეკემბერი 2018
თქვენი რეკლამა
მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდა მშენებლობის შენებლებამ შეაფერხა
2018 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10.587 მლრდ ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში 3.7%-იანი ზრდაა.
სამი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (19,9 პროცენტი), ტრანსპორტი (16,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (15,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (8,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (8,6 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,4 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,2 პროცენტი), პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ (5,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა (3,8 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-9,2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობაში (-2,9 პროცენტი) და დამამუშავებელ მრეწველობაში (-2,3 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,1 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი) შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), მშენებლობა (9,4 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,7 პროცენტი).