მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  დეკემბერი  2018

    გენუაში ჩანგრეულ ხიდს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი აღადგენს

    ცნობილი იტალიელი არქიტექტორი რენცო პიანო დათანხმდა გენოას ახალი ხიდის მშენებლობას უხელმძღვანელოს. ამის შესახებ BBC წერს.

    51 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ გუნუაში ხიდი 14 აგვისტოს ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა.

    ახალი პროექტი იტალიას €200 მილიონამდე დაუჯდება. ოფიციალური პირების განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს 12 თვე დასჭირდება.

    მომხდარზე იტალიის მთავრობამ პასუხისმგებლობა დააკისრა კომპანიას, რომელიც ხიდს ემსახურებოდა.

    რენცო პიანომ ისეთი ცნობილი არქიტექტურის დიზაინით გაითქვა სახელი, როგორებიც ლონდონის შუშის ფრა და ამერიკული გამოცემა The New York Times-ის სათავო ოფისია.

    საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შესახებ ვრცელ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები