სიახლეები
-
13 დეკემბერი 2018
თქვენი რეკლამა
მარტვილში იუსტიციის და ქორწინების სახლები გაიხსნა
მარტვილის იუსტიციის სახლი ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ რიგით მესამე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლი მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი იუსტიციის სახლის ფილიალი შენდება. ქალაქ სენაკში დასასრულს უახლოვდება იუსტიციის სახლის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტულ გარემოში სერვისების მიღებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს.იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნა.
მარტვილის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეცხრე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ სენაკში, ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.