მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივლისი  2016

    კასპში მინის საწარმო აშენდება

    ქალაქ კასპში მინის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. შპს „ჯ-ის ინვესტ გლასს“ საწარმოს ასაშენებლად 150 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 400 000 ლარად გადასცა. საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 1 750 000 ლარის ინვესტიცია
    განხორციელდება.

    შპს ჯ-ის ინვესტ გლასსი გეგმავს სამშენებლო, საავტომობილო და თეთრი ბოთლის მინის წარმოებას. ახალი საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს კასპში მრეწველობის განვითარებას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. 


პარტნიორები