მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  დეკემბერი  2018

    ქობულეთის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის მშენებლობა იგეგმება

    ქობულეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიგეგმა. როგორც ჩეხეთის საელჩოში გამართულ პრეზენტაციაზე, საინვესტიციო ჯგუფის „ლ&რ კომპანის“ დირექტორმა, გიორგი შერაზადიშვილმა განაცხადა, პროექტი 190 ჰექტარ მიწაზე მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
    „პროექტი მოიცავს: მაღალი კლასის სასტუმროს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპა ცენტრს ევროპაში, აპარტამენტებს, ვილებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, გოლფის მოედანს, ველობილიკებს და საბავშვო მოედნებს. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრისა და მრავალი ტიპის კვების ობიექტების მშენებლობაც“, - განაცხადა შერაზადიშვილმა.

    მისივე თქმით, პროექტში გათვალისწინებულია ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენება.
    „ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების
    დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები“, - აღნიშნა „ლ&რ კომპანის“ დირექტორმა.

     

    ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ირი პრეცლიკის თქმით, საქართველოში ბოლო დროს ჩეხური ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა.

    „ახლა კი ჩეხური კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს ქობულეთში. ეს ინვესტიცია მოიცავს გოლფ-კლუბს, სპას და სხვა სარეკრეაციო მიმართულებებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ როგორც საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პრეცლიკმა.

    მისივე აღნიშვნით, პროექტი სარგებელს მოუტანს როგორც ქართულ, ასევე ჩეხურ მხარესაც.

     

     

     


პარტნიორები