მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  დეკემბერი  2018

    რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა დაიწყო

    რუსთაველზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა დაიწყო. როგორც კომპანია „რუსთაველი ფროფერთისის„ ხელმძღვანელი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ აცხადებს, სამშენებლო სამუშაოებს ამერიკული კომპანია „ეიკომის“ ნაცვლად ქართული სამშენებლო კომპანია „რუსთაველი პლაზა“ ახორციელებს.


    მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშოები, რომელიც ითვალისწინებს ისტორიული ფასადის რესტავრაციას და დანგრევას დაქვემდებარებული ნაწილის ახლით ჩანაცვლებას.

    გადაევი აცხადებს, რომ სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2.5 წელში დასრულდება.პროექტის ბიუჯეტი ჯამურად 75 მილიონი აშშ დოლარია. აქედან 39 მილიონი აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის სესხია.

    სასტუმრო Hyatt Regency--ი რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება.სასტუმრო 170 ნომრიანი იქნება. „რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა.

     

     

    ტეგები


პარტნიორები