მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  დეკემბერი  2018

    გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

    E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს, ერთობლივი საწარმო „პოლატ იოლი და მაპა“ ააშენებს.

    გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

    E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

    პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული და ღირებულება 228 მილიონი ლარია.

     

     


პარტნიორები