სიახლეები
-
ბაკურიანის შემოვლითი გზა შენდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლით გზას აშენებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში იგეგმება, დაახლოებით 3-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ტეგები




