მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ნოემბერი  2018

    ლილოში Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა აშენდება

    ლილოში „იტონგის“ (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ქარხანა პროდუქტს ქართული მასალებისგან დაამზადებს და 200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

    პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო გაზობლოკების წარმოებას გულისხმობს.

    თბილისის მერი პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს.

    “ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველასთვის ცნობილი გერმანული ბრენდი – „იტონგი“, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროდუქტის შექმნა მთლიანად ქართული მასალებით, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულით მოხდება. დაახლოებით 200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და 2019 წლის ივნის-ივლისში დასრულდება. სამუშაოები „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ქალაქის მერი, ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმები, რადგან დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანიანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

     

     

     


პარტნიორები