სიახლეები
-
რა პროექტების განხორციელებას გეგმავს აჭარის მთავრობა გონიოს ციხესთან (ვიდეო/ფოტოები)
აჭარის მთავრობა გონიოს ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ გონიოს დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიზნით, მდინარე “პატარა ჭოროხის” მიმდებარე ტერიტორიის განვითარების ხედვა მოამზადა.
საინვესტიციო მიწის ფართობი 48 ჰექტარია.
მთავრობის ხედვით აქ მოეწყობა სარეკრეაციო ზონები, ეკო-მეგობრული სანაპირო ზოლი, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსები, პრემიუმ კლასის სახლები, სპორტული მოედნები, საფეხმავლო და ველობილიკები, კომერციული/სავაჭრო და გასართობი ცენტრები, მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, იახტ კლუბი.შეიქმნება ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
ტეგები