მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ნოემბერი  2018

    არმატურის მწარმოებელი ჯეოსთილი რუსთავში ფეროშენადნობი საწარმოსაც გახსნის

    ჯეოსთილი რუსთავში ფეროშენადნობი საწარმოს გახსნას გეგმავს.

    ახალი, მცირე ზომის საწარმო საქმიანობას 2019 წლისთვის დაიწყებს, მანამდე ფოლადის მწარმოებელი ნებართვების მოპოვებასა და გადამდნობი ღუმელის შეძენის პროცედურებს დაასრულებს.

    ჯეოსთილი სამშენებლო არმატურას აწარმოებს, ცხლად გლინვის მეთოდითა და სამშენებლო ფოლადის ნამზადის გამოყენებით.

    მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ 2017 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო გაყიდვების ზრდის კუთხით. ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა და სამშენებლო ინდუსტრიის მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა არმატურაზე და სხვა სამშენებლო მასალებზე. წლის განმავლობაში შემცირდა ექსპორტით რეალიზებული საქონლის ოდენობა, მაგრამ ფასების ზრდის გამო თანხობრივად ექსპორტი გაიზარდა 11.05 მილიონი ლარით.

    მთლიანობაში, გაყიდვები გაზრდილია როგორც თანხობრივად, ისე რაოდენობრივადაც. თანხობრივი ზრდა შეადგენს 83.13 მილიონი ლარს, რაოდენობრივი კი 31,892 ტონა არმატურას.

    2017 წელი კომპანიამ 36.2 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 3.4-ჯერ აღეამატება.

     

     

    ტეგები


პარტნიორები