სიახლეები
-
21 ნოემბერი 2018
თქვენი რეკლამა
დეველოპერულ კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავის“ შეჩერებული პროექტი გრძელდება
დეველოპერულ კომპანია „ოლიმპიურ ვარსკვლავის“ შეჩერებული პროექტი გრძელდება.
თბილისის მერის თქმით, მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება და 350 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.
„მე მინდა შევეხო შეჩერებული მშენებლობების პრობლემას. ჩვენ ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ მთავრობის სხდომაზე. ქალაქში დაახლოებით ასეთი 179 ობიექტია. გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი. არის მსხვილი კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. დღეს გამოგვაქვს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა. ეს ეხება „ოლიმპიურ ვარსკვლავს“, დაახლოებით 350 ოჯახია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავის კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს ამ პროექტის სამომავლოდ განხორციელებას. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის კომპანიას, უკვე ხვალიდან აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გრძელდება მუშაობა კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულების პრობლემის მოგვარებაზეც.