სიახლეები
-
20 ნოემბერი 2018
თქვენი რეკლამა
სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუჩის ცხოველთა თავშესაფრის მოწყობას ახალციხეში იწყებს.
მშენებლობის ტენდერს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2018 წლის ბოლომდე გამოაცხადებს. სამცხე-ჯავახეთთან ერთად თავშესაფარი აშენდება კახეთშიც. 2019 წელს კი მისი მოწყობა ყველა რეგიონში იგეგმება.
სამინისტროში ამბობენ, რომ მუნიციპალური თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლირებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 715 ათასი ლარია.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება.