მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ივლისი  2016

    ბათუმში კიდევ ერთი თაუერი აშენდება

    ბათუმში კიდევ ერთი თაუერი აშენდება. კომპანია Darbuilding-ი DarTower-ის პროექტს იწყებს. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი „კომერსანტთან" ამბობს, რომ კომპლექსი ორი 35 და 21 სართულიანი შენობისგან შედგება. მისივე თქმით, ეს იქნება მინი ქალაქი სადაც განთავსდება სრული ინფრასტრუქტურა, რომელშიც ინტეგრირებულია რესტორნები, სასტუმრო, კაზინო, სპორტკლუბი, კინოთეატრი, სავაჭრო ცენტრი, სპა და ფიტნეს ცენტრი, აუზი, სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის და საკონფერენციო დარბაზი. მთლიანი სამშენებლო ფართობი 80 ათასი კვ.მ-ია.

    ნინო ფალავანდიშვილი ამბობს, ეს იქნება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მფლობელებს საკუთარი ბინების გაქირავებაც შეეძლებათ და ამაში მათ კომპანიაც დაეხმარება. მისივე თქმით, კომპლექსში გაყიდვები უკვე დაწყებულია და გაფორმებულია 20 ხელშეკრულება, მყიდველები ადგილობრივები არიან თუმცა Darbuilding-ში ფიქრობენ, რომ კომპლექსით უცხოელებიც დაინტერესდებიან. რაც შეეხება სასტუმროს , რომელიც 310 ნომრიანია ოპერატორი ჯერ მოძიებული არ არის, შესაძლოა ეს უცხოური ბრენდი იყოს თუმცა კომპანია აჭარაში სასტუმრო „ერა პალასის" ქსელის მფლობელია და არ არის გამორიცხული აქაც „ერა პალასის" ბრენდი განთავსდეს.

    კომპლექსის საძირკველი უკვე ჩაყრილია, მშენებლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. ინვესტიციის მოცულობა 22 მილიონი დოლარია. კომპანიაში ამბობენ, რომ აჭარაში არსებული სხვა მსგავსი ტიპის პროექტებისგან განსხვავებით მათ მოქნილი გადახდის პირობები აქვთ, მოქმედებს 36 თვიანი შიდა განვადება. კვადრატულის ფასები კი 500$ დან იწყება.

     

    პროექტის შესახებ ინფორმაცია Dar Tower 
    კომპანიის შესახებ ინფორმაცია: Dar Building


პარტნიორები