მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ნოემბერი  2018

    კახეთში სასტუმრო “ყვარელი პალასი” აშენდება

    ყვარელში, ჩალის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო „ყვარელი პალასი“ აშენდება.

    სასტუმრო 40 ნომრიანი იქნება და პირველ სტუმრებს 2019 წლის მარტიდან მიიღებს.

    სასტუმროში და მის ტერიტორიაზე იქნება სხვადასხვა სარელაქსაციო და გასართობი სივრცე: ტბის გარშემო არსებული სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო კომპლექსი, სპა, მასაჟის კაბინეტი, საუნა, თურქული აბანო, წყლის თხილამური,ველოტრასა და დაგეგმილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე საკონფერენციო დარბაზის გახსნა.

    კომპანია „ყვარელი პალასის“ მიზანია კახეთის რეგიონის, ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც მეზობელი ქვეყნების, ასევე ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისათვის.

    როგორც კომპანიაში განმარტევნ, სასტუმროს მენეჯმენტი ორიენტირებულია ჰყავდეს როგორც კმაყოფილი მომხმარებელი, ასევე ლოიალური და მოტივირებული თანამშრომლები. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 8,5 მლნ ლარია და პირველ ეტაპზე 80-მდე ადამიანი დასაქმდება.

    პროექტი “აწარმოე საქართველოში” სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში გაიხსნება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები