სიახლეები
-
წალკის და ახალქალაქის რაიონში რძის გადამმუშავებელი საწარმოები აშენდება
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ პროგრამის ფარგლებში დმანისის, წალკის და ახალქალაქის რაიონში რძის გადამმუშავებელი საწარმოები აშენდება, თითოეული 10 ტ წარმადობის.
საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მე-2 დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებული 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან, თითოეულს არანაკლებ 200 ფური ჰყავს. 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.
კიდევ ერთი საწარმო შუაფხოში შენდება მიმღებ-გადამამუშავებელი , 1,5 ტ დღიური წარმადობით, დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოების შესაძლებლობით.