სიახლეები
-
01 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
„ადგილი, სადაც CO2 არის ნული”- თბილისის ზღვაზე "მწვანე ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ეკო ქალაქის" მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ინვესტორი კომპანია „ჯინო გრუპის" დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მეორე ეტაპით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიდის 25 ჰექტარზე, რაც ითვალისწინებს 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას.
გიორგაძე ამბობს, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, შენდება „რეზორტი," რომელიც ცხოვრების ახალ სტილს დანერგავს, აქ იქნება ყველა სახის მომსახურება, ბავშვების დასატოვებელი ადგილი, ყველა სახის სერვისი და უნიკალური ხედები, ადგილი სადაც co2 არის ნული. გიორგაძის ინფორმაციითვე, პროექტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობა განიხილება.
„ჯინო გრუპი" ევროპასა და საქართველოში ველნეს სასტუმროების, აკვა პარკების და აპარტოტელების დეველოპერული კომპანიაა, რომლის ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "GINO GREEN CITY" . პირველი ეტაპი მრავალფუნქციური კომპლექსი "GINO PARADISE" - აკვაპარკი, უნიკალური ველნეს და სპა ცენტრი, ფიტნეს და სლენდერ დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტი, რესტორანი იყო.
მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს - RESORT, ინოვაციური პროექტს, ბიზნესკლასის აპარტოტელს მრავალფუნქციური მომსახურებით, ბუნებრივად გამწვანებული ტერასებით, უახლესი ტექნოლოგიების სისტემებით და საუკეთესო ხარისხის სამშენებლო-სარემონტო მასალებით, ზღვისა და ტყის ულამაზესი ხედებით.
მასშტაბური პროექტი სრულდება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის გაშენებით თბილისის ზღვის მიმდებარედ 250 ჰექტარი მიწის ფართობზე.პროექტის დეტალური ინფორმაცია: სახლი თბილისის ზღვაზე