სიახლეები
-
04 ნოემბერი 2018
თქვენი რეკლამა
საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 4.6%-ით შემცირდა
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში მშენებლობაზე 7 702 ნებართვა გაიცა, რაც 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებზე 4,6 პროცენტით ნაკლებია.
ამ ნებართვებით ჯამში უნდა აშენდეს 4 536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობები. 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით შენობა-ნაგებობების მშენებლობის ფართი 10.2-%ით არის შემცირებული.
ყველაზე მეტი ნებართვა (ნებართვების 72%) გაიცა შემდეგ სამ რეგიონში: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48% თბილისში, 13,2% – აჭარა და 10,8% – ქვემო ქართლი.
ნებართვების უმეტესობის შემთხვევაში მშენებლები ითხოვენ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების აშენებას.ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა
და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ
(2018 წლის იანვარი-სექტემბერი)