მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ოქტომბერი  2018

    გურიაში 2019 წელს სასტუმრო „გურია პალასი“ გაიხსნება

    გურიაში, კერძოდ ოზუგეთის ცენტრში „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სასტუმრო „გურია პალასს“ 2019 წლის შემოდგომაზე გახსნის. სასტუმროს მშენებლობაში ჯამში დაახლოებით 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამსართულიანი სასტუმრო ოთხვარსკვლავიანი იქნება და ის 4 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.


    როგორც „კომერსანტს“ „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, კომპანიას უკვე აქვს შედგენილი დოკუმენტები, სასტუმროს პროექტი და დიზაინი.


    „ახალი სასტუმრო გურიას ვიზიტორებისთვის საინტერესოს გახდის, რადგან ის ამ ეტაპზე აუთვისებელია. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ საბაგიროს გზით ბახმაროს და გომის მთას დავუკავშირდეთ. ამას დრო და დიდი ინვესტიცია სჭირდება. გურიის უნიკალური ლანდშაფტის ათვისება უნდა მოხდეს, “ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


    ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სასტუმრო ბიზნესის განვითარებით დღეს კომპანია ბაზარზე უკვე არსებული მოთხოვნილებებიდან უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა.

    „მიმაჩნია, რომ სასტუმრო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ღვინოსთან თანაზიარი და კომპლექსური საკითხია. ჩვენმა ჯგუფმა ისეთი სასტუმროები უნდა შექმნას, რაც ქვეყანაში ამ დრომდე არ იყო. მინიმალური ტექნიკურად გამართული და სათანადო მოსახურებით,“ - განუმარტა „კომერსანტს“ ბიზნესმენმა.


    საუბრის ბოლოს, სწორედ მომსახურებაზე საუბრისას ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში კომპანია სახელმწიფოსთან ერთად ტექნიკური სასწავლებლის შექმნას გეგმავს, რადგან რეალურად ბაზარზე ამის საჭიროება არსებობს.

     

     

    ტეგები


პარტნიორები