მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ოქტომბერი  2018

    ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება

    ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება.

    მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

    შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 178 335 ლარია.

    სტადიონის აშენება ყვარელში აღმაშენებლის ქუჩაზეა დაგეგმილი.

    სტადიონის ფართი 75020.00 კვ.მ-ია.

    აღსანიშნავია, რომ მშენებლობა იგეგმება 1984-1985 წლებშია დაწყებული და შეჩერებული სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა სტადიონის ტერიტორიის შემოღობვა ცენტრალური ქუჩის მხარეს, სტადიონის მოედნის ირგვლივ სადრენაჟო სამუშაოები და მოედნის მარცხნივ და მარჯვნივ რკინა-ბეტონის ტრიბუნების მშენებლობა მაყურებელთათვის, რომელიც არ დასრულებულა და ამჟამად ექვემდებარება დემონტაჟს.

     

     

    ტეგები


პარტნიორები