სიახლეები
-
15 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
კასპში რეგიონული ინოვაციების ცენტრი აშენდება
კასპში რეგიონული ინოვაციების ცენტრი აშენდება, – მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 156 093 ლარი.
პროექტის განხორციელებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.
სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები. იქვე მითითებულია, რომ სატენდერო წინადადებების წარდგენა და წინადადებების გახსნა ჩატარდება ელექტრონულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გარკვეული მოდიფიკაციებით.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ძირითადი მოდიფიკაციები შემდეგია:
– გაუქმებულია ვაჭრობის სამი რაუნდის ფუნქციონალობა. ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გამოიყენება.
-ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის წინასწარი/სავარაუდო ღირებულება ღიაა, თუმცა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადების ფასი, რომელიც შეიძლება იყოს სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი. ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის დადგენა არის ტენდერის მონაწილის პასუხისმგებლობა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს მიმდინარე საბაზრო ფასებზე და სხვა ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ წარმოდგენილი სამუშაოების განფასებაზე.
ტენდერი ტარდება „ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის“ (National Competitive Bidding) პროცედურების შესაბამისად ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით. აღნიშნული სახელმძღვანელოს 3.4.1 პუნქტის შესაბამისად და დონორის გადაწყვეტილებით ტენდერით გათვალიწინებული სამუშაოების შესყიდვისათვის გამოყენებული იქნება მსოფლიო ბანკის სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაცია და მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურები ეროვნული საკონკურსო ვაჭრობისათვის.