მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ოქტომბერი  2018

    გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება

    გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება— ამის შესახებ საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

    "გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება და სასრიალო არეალი 20%-ით იზრდება.

    ► ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღებას შეძლებს.

    ► კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც ზამთრის სეზონზე დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა."-წერია საქართველოს მთაბრობის ფეისბუქ გვერდზე.

     

     

    ტეგები


პარტნიორები