მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ოქტომბერი  2018

    ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინვესტორს უარი უთხრა

    ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინვესტორს უარი ეთქვა. პროექტს კომპანია White Group ახორციელებდა.

    knews.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვანო ნასყიდაშვილი ამბობს, რომ საკრებულომ ინვესტორ კომპანიას უარი უთხრა კომპლექსის იმ ლოკაციაზე მშენებლობისთვის, რომელიც მოთხოვნილი ჰქონდა. საუბარია 2.5-3 ჰექატარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბახტრიონის ციხის მიმდებარედაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

    “ბახტრიონის ციხე ისტორიული მნიშვნელობისაა და იქ მსგავსი კომპლექსის მშენებლობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ინვესტორს შევთავაზეთ სხვა ტერიტორია, რაზეც უარი თქვა”,– განაცხადა ნასყიდაშვილმა.

    „კომერსანტის“ ინფორმაციით, 5 მილიონიანი პროექტის განხორციელება 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერდა, შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე სამმა ინვესტორმა, მათ შორის, ფრანგულმა „აკორ ჯგუფმა“ თქვა უარი.

     

     


პარტნიორები