მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  ივნისი  2016

    დეველოპერული კომპანიები სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის დაწესებას ითხოვენ

    სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ. „ლისი დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი ნოდარ ადეიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია, მოხდეს მონიტორინგი და კონტროლი როგორ და რა მასალებით აშენებს კომპანია. ადეიშვილის თქმითვე, კომპანიებმა ასევე უნდა შექმნან ისეთი პროდუქტი , რომელიც არ დააზიანებს ქალაქის იერსახეს.

    „ეს უნდა იყოს მერიის პრიორიტეტი, რომელიც ამჟამად ცდილობს ეს პრობლემა გადაჭრას. ახალმა გენ გეგმამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა და მანამდე სანამ რეგულაციები იქნება, კომპანიებმა თავად უნდა იზრუნონ ამ საკითხზე. არ უნდა დავაზიანოთ ქალაქის იერსახე იმისათვის, რომ ბიზნესი მოგებაზე გავიდეს. „ განმარტავს ნოდარ ადეიშვილი.

    „კაპაროლ ჯორჯიას" დირექტორი ბორის გამრეკელი სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ამოქმედებას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი თქმით, ნებისმიერი მშენებლობა სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, იქნება ეს ევროპული, ამერიკული თუ ჩინური. გამრეკელი ამბობს, რომ ერთი სტანდარტის დამკვიდრება და ყველას იძულება, დაემორჩილონ ამ სტანდარტს, არ იქნება სწორი. ბორის გამრეკელი ამბობს, რომ მეორე საკითხია განათლება პროფესიული კუთხით. შესაძლოა სამშენებლო მასალა მაღალი ხარისხის იყო, თუმცა მისი გამოყენება არასწორად მოხდეს და შედეგად ის დაბალი ხარისხის გახდება. „სამწუხრაოდ საქართველომ სამშენებლო მიმართულებით განათლება შეაჩერა. შედეგად გვყავს ხალხი დაბალი ან ნახევარი კვალიფიკაციის" – ამბობს გამრეკელი.

    ავსტრიული საინვესტიციო კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი ეიჩი"-ს წარმომადგენელი, რომელიც თამარ მეფის ხიდთან King David თაუერებს აშენებს, აცხადებს, რომ საჭიროა კონტროლი რადგან დღეს ეს კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ნინი მარიამიძის თქმით, ხშირად კომპანიები იყენებენ სხვადასხვა პოპულარული ბრენდების სახელებს მომხმარებლების მისაზიდად. მეორე მხრივ, მომხმარებლებსაც არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ხარისხის შესახებ . „ქართველი მომხმარებლებისგან განსხვავებით უცხოელებს ბევრად მეტი კითხვა აქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ხშირად მოხმარებლები არ აქცევენ ხარისხს ყურადღებას. ამიტომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების კანონით კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნეგატიურ შედეგამდე მიგვიყვანს, სადაც პასუხისმგებელი არავინ იქნება," – განმარტავს მარიამიძე. 

     

     

    financial-ის მასალები


პარტნიორები