სიახლეები
-
08 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
4- სართულიანი შენობები, კერძო სახლები და ვილები - დეველოპერული კომპანია დომუსი მაშტაბური მშენებლობას თბილისში გეგმავს
დეველოპერული კომპანია „დომუსი“ კრწანისში მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს - 12 ჰექტარ ტერიტორიაზე 4- სართულიანი შენობები, კერძო სახლები და ვილები განთავსდება. პროექტი ფარგლებში hub house- ები, კალათბურთის მოედნები, ველობილიკები, ღია და დახურული აუზების მოწყობა იგეგმება.
„დომუსის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიორგაძე ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, ის თანხა რომლის ინვესტირებაც დეველოპერული კომპანია აპირებს.„როდესაც ტერიტორიას ვარჩევდით, გვინდოდა ქალაქის ცენტრთან ახლოს ყოფილიყო. აუცილებელი მოთხოვნა გვქონდა გამწვანებული ლანდშაფტი, განვითარებული ინფრასტრუქტურა და თუ ტერიტორიას კარგი ხედი ექნებოდა, ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტად ჩაითვლებოდა. არჩეული ტერიტორია ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, საუბარია კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე გვაქვს გენგეგმა გაკეთებული, კერძო მესაკუთრესთან თუ შევძელით ხელშეკრულების გაფორმება, კონცეფციაზე დავიწყებთ მუშაობას“,- აცხადებს გიორგი გიორგაძე.
ტეგები