სიახლეები
-
08 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
რაჭაში ღვინის ახალი საწარმო ზედაშე გაიხსნა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო „ზედაშე“ გაიხსნა.
საწარმო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550,000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
საწარმო აქტიურადაა ჩართული რთველი 2018-ში და ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.
აღსანიშნავია, რომ რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო და უხვი მოსავალია. 1080 ტონა ყურძენი უკვე დაკრეფილია და საწარმოებშია ჩაბარებული. მევენახეების შემოსავალმა, ამ ეტაპისთვის, 7,3 მლნ ლარს მიაღწია.