სიახლეები
-
01 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
საქართველში ალტერნატიული ენერგიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება
„საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით, საქართველში ალტერნატიული ენერგიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება.
ურთიერთგაგების მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, Phi4 Technology Sl -სა და Silk Tech Group-ს შორის გაფორმდა.
„მემორანდუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდი“ ერთვება აღნიშნულ პროექტში და ჩვენი საინვესტიციო მანდატის შესაბამისად, გამოხატავს მზადყოფნას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დავაფინანსოთ საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა,“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პირველად, გრაფენის ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების საწარმოები, ობიექტები და საოპერაციო ცენტრები აშენდება, რომლებიც განახლებადი და მდგრადი ენერგიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.