სიახლეები
-
01 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
თავისუფლების მოედანზე „პლაზა დე ლიბერტე“ “მონოგრაფმა“ ჩაანაცვლა, სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება
2019 წლის გაზაფხულზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „მონოგრაფი“ გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი დეველოპერული კომპანია Well House-ში აცხადებენ, რომ მაღალი სტანდარტის მქონე ლაქშერი ბუტიკ სასტუმრო პუშკინის 5/7 ნომერში (საქართველოს ბანკის ყოფილი სათაო ოფისის გვერდით) განთავსდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოტვანა სასტუმროში არ იგეგემბა და „მონოგრაფი“ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება. მათივე ინფორმაციით, ინვსტიციის ოდენობა 20 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.
როგორც ცნობილია, კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ამ დროისთვის კი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. 2017 წელს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ღვინაძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო 37-40 ნომრიანი იქნებოდა და ოთახები ცნობილი იტალიური ბრენდების მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ავეჯით მოეწყობოდა. „რაც შეეხება ფასებს, იქნება დემოკრატიული და მისაღები როგორც ტურისტებისთვის,ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის-აცხადებდა ღვინაძე.მაშინ ღვინაძე აცხადებდა, რომ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სასტუმროს ზედა სართულებზე მოეწყობა მაღალი ევროპული სტანდარტების მქონე რესტორანი და ფრანგული ბრენდის ლაუნჯ ბარი. თუმცა, მაშინ ღვინაძე განმარტავდა,, რომ სასტუმრო „პლაზა დე ლიბერტეს სახელით ოპერირებას 2018 წლის 19 ივნისიდან დაიწყებდა.
დღეს კომპანიაში არ საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ჩაანაცვლა „მონოგრაფმა“„პლაზა დე ლიბერტე . რაც შეეხება სამუშოების გაჭიანურებას, აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გართულებული სარემონტო სამუშოებია.
დეველოპერული კომპანია Well House ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მისი პირველი პროექტი საცხოვრებელი ტიპის კომპლექსის მშენებლობა იყო.