სიახლეები
-
01 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
რა შემთხვევაში შეძლებთ იპოთეკური სესხის აღებას შემოსავლების დადასტურების გარეშე
ბანკებმა ზედამხედველთან შეთანხმებას მიაღწიეს. იპოთეკაზე შემოსავლების დადასტურება არ გახდება საჭირო, თუ სესხი თანამონაწილეობით გაიცემა.
სებ-თან ბოლო შეხვედრის ამ მნიშვნელოვან შედეგზე მსხვილი ბანკების მენეჯერები აცხადებენ. ამ ეტაპზე 50% თანამონაწილეობის ვერსია განიხილება.
სასესხო კოეფიციენტები შენარჩუნდება საცალო კლიენტისთვისაც, აგროსესხებზე.
სექტორისკენ მარეგულირებლის გადადგმულ ამ სასარგებლო ნაბიჯზე, „ვითიბის“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე აცხადებს. ბანკირმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდებოდა როგორც პოტენციური მსესხებელი, რომელსაც უძრავი ქონების შეძენა სურს, ასევე დეველოპერიც, რომლის საქმიანობის გაგრძელება ეჭქვეშ დგებოდა.
ანალოგიური გამოწვევის წინაშეა სოფლად მცხოვრები პირებიც.
როგორც იცით, 1 ნოემბრიდან ახალი სასესხო კოეფიციენტები შემოდის, რომლითაც სასესხო ტვირთის მომსახურების ხარჯის შემცირებით, სასესხო ლიმიტიც მცირდება. შემოსავლების დაუდასტურებლად კი არ გაიცემა.