მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  სექტემბერი  2018

    ყირიმის ხიდი შეიძლება აფხაზეთამდე გაგრძელდეს

    ყირიმის ხიდის სარკინიგზო ნაწილი ამჟამად კრასნოდარის მხარეში აქტიურად შენდება, თუმცა, ამბიციური სატრანსპორტო პროექტი ჯერ შორსაა დასრულებისგან - ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება მასთან ახალი მაგისტრალის შეერთება, რომელიც აფხაზეთამდე გაგრძელდება.


    ფედერალური ბიზნეს-სააგენტო „"Экономика сегодня“-ს ცნობით, საავტომობილო ტრასა „ ჯუგბა- სოჭი“ რეალიზებული იქნება როგორც სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორული პროექტი, რომელიც ახალ პერსპექტივებს ხსნის.


    ეკონომისტ დიმიტრი ადამიდოვის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგანაც, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებაში 90-ან წლებში ხანგძლივი პაუზა შეინიშნებოდა.

    „გზების მოდერნიზაციის პროეცსი 2000-იან წლებში დაიწყო. ასე ,რომ ყირიმის ხიდის მშენებლობამ არსებული ტენდენცია მხოლოდ გაამყარა“ - განაცხადა ადამიდოვამ.


    „ჯუგბა-სოჭის“ მაგისტრალის ღირებულებამ შესაძლებელია ასტრონომიურ თანხას - 1, 6 ტრლნ. რუბლს მიაღწიოს , თუმცა ამ სახსრების მოზიდვა კერძო ინვესტორების დაინტერესებითაა შესაძლებელი.


    Экономика сегодня


პარტნიორები