სიახლეები
-
29 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
კუს ტბის განახლებული საბაგირო აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კუს ტბის საბაგირო აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამის შესახებ „კომერსანტს" თბილისის მერიაში განუცხადეს. პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიასა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ფარგლებში ხორციელდება.
გასულ წელს მერიაში ამბობდნენ, რომ სარემონტო სამუშაოების ფარგლებში უნდა გარემონტდეს ორივე (ქვედა და ზედა) შენობა, დამონტაჟდეს ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის სისტემა, მთლიანად შეიცვალოს გამწევი ბაგირი, ასევე, ახალი საბაგირო გზა სრულიად იქნას ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ კუს ტბის საბაგირო გზა, ზაფხულის პერიოდში, მნივნელოვნად შეამცირებს მოძრაობას კუს ტბის საავტომობილო გზაზე, რაც, თავისთავად, აღნიშნულ და მიმდებარე გზებს განტვირთავს. როგორც მიმდინარე წლის თებერვალში მერიაში აცხადებდნენ, კუს ტბის საბაგირო 2016 წლის ივლისში უნდა გახსნილიყო.
აღნიშნული საბაგირო 2009 წლის შემდეგ გაჩერებულია.
კუს ტბის საბაგირო გზა XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა, 2009 წელს კი ფუნქციონირება შეწყვიტა. მისი მთავარი დანიშნულება იყო უმოკლესი გზით კუს ტბის დაკავშირება ქალაქის ცენტრთან. საბაგიროს დამპროექტებელი ცნობილი ინჟინერი ვახტანგ ლეჟავა იყო. მანძილი სადგურებს შორის დაახლოებით 1140 მეტრს შეადგენს. ზემო სადგური კუს ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს.