სიახლეები
-
26 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ქობულეთში, 200 მლნ დოლარის , 5-ვარსკვლავიანი კომპლექსის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება.
ქობულეთში, 200 მილიონი დოლარის ღირებულების, 5-ვარსკვლავიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ განუცხადა. კომპლექსის გახსნის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.
პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია „ქეში“ განახორციელებს და მისი მშენებელობა უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. როგორც ლომიძე აცხადებს, ადგილობრივ კომპანიებს არ აქვთ ის გამოცდილება, რომ ასეთი ღირებულების და მნიშვნელობის პროექტები განახოციელონ, სწორედ ამიტომ ინვესტორებმა სამშენებლო გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს.კითხვაზე, თუ რომელი კომპანია იქნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერატორი, ამის შესახებ „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გვპასუხობს, რომ - „არჩევანი დიდია - „ჰილტონს, „რედისონ ბლუს“, „კემპინსკის“ და „სვის ჰოტელის“ შემოსვლა განიხილება და ამ ეტაპზე ყველასთან გარკვეული სახის მოლაპარაკებები გვაქვს, ხოლო ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს ხელშეკრულებას მასთან გავაფორმებთ.
მაგალითად „ჰილტონი“ ბოლომდე იბრძოლებს და მას 100%-ით სურს ქობულეთში ინვესტიციის განხორციელება.
„ჰილტონს“ საქართველო კარგ საინვესტიციო ქვეყნად მიაჩნია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სწორედ ამიტომ ვითარდება.“როგორც ლომიძემ განაცხადა, კომპანიამ სამშენებლო ნებართვა აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე მიიღო. რაც შეეხება, ზაფხულში პროექტის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებას აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ტურისტული სეზონის გამო კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დროებით შეაჩერა.
ვანო ლომიძის ინფორმაციით, კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ და ფრანგული კაბარე „ლიდო“ შედის. ამ დრომდე კომპლექსში „მულენ რუჟის“ შემოსვლაც მოიაზრებოდა, თუმცა „ლიდომ“ უკეთესი პირობები წამოაყენა.
პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, რომელშიც ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი განთავსდება.კომპანიამ აღნიშნული ფართი რამდენიმე თვეა შეიძინა. პროექტი 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მასში უცხოური ინვესტიცია ხორციელდება. პროექტის დასრულება დაახლოებით 42 თვეში იგეგმება. კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ დამფუძნებელბი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. მათ შორის, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.
სასტუმროს მშენებლობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.