სიახლეები
-
25 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
Park Inn by Radisson-ის მშენებელ კომპანიას ოქტომბერში შეარჩევენ
“ბლოკ ინვესტის” ხელმძღვანელის, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, ჭანტურიას ქუჩაზე Park Inn by Radisson-ის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდება.
მისივე თქმით, ტენდერი ოქტომბერშივე დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული.
“იმედია მშენებლობის დაწყებას წელსვე მოვასწრებთ, მშენებლობა კი დაწყებიდან წელიწადნახევარში დასრულდება”, - აცხადებს ჯანაშვილი.
მისივე თქმით, მშენებლობისთვის თანხები სრულიად მობილიზებული.
შეგახსენებთ, 200 ნომრიანი სასტუმრო Park Inn by Radisson-ი, სასტუმრო თორის ადგილზე უნდა აშენდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი დოლარია.
საერთაშორისო ბრენდ Park inn by Radisson-ის სასტუმროს მშენებლობასა და მართვაზე ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში მოეწერა კომპანია Block Invest-სა და Carlson Rezidor Group-ის ხელმძღვანელობას შორის. მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო.