მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  სექტემბერი  2018

    ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

    ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება.

    ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის მეორე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 1 514 998 ლარია.

    სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოშიც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 99 971 ლარია.

    FIFA-ს სტანდარტების სტადიონებს ექნება 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყობა დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები.

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, 2018 წელს მუნიციპალიტეტში 10-მდე მინი მოედნისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.

    ამავდროულად ამბროლაურში შენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის სრული ღირებულება 2.5 მილიონამდე ლარს შეადგენს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები