მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  სექტემბერი  2018

    ანაკლიაში, დღეს 14:00 საათზე ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოების დაწყების ღონისძიება გაიმართება

    ანაკლიაში, დღეს 14:00 საათზე ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ 1tv წერს.

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე მუშაობას დაიწყებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია. საზღვაო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებას ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი და მენეჯმენტი, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანია „ვან ოორდის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

    „პორტის მშენებლობისას დაგეგმილი საზღვაო სამუშაოები, მთლიანობაში, თავისი მასშტაბითა და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა.

    საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს. ამ დროისათვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობის შემდეგი ეტაპისთვის მობილიზაცია დასრულებულია. ტერიტორიაზე თავმოყრილია მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა, რომელიც საქართველოში „ვან ოორდის“ გემებმა ჩამოიტანეს.

    პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. მონტაჟდება წყლის მარეგულირებელი სპეციალური სისტემა“, – აღნიშნულია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციაში.

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

     

     

    ტეგები


პარტნიორები