სიახლეები
-
12 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიდან სრულად დამთავრებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები, (ჩაისხა დაახლოებით 16 500 კუბური მეტრი ბეტონი ), ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინის კონსტრუქციის მონტაჟი.
მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2019 წელს დასრულდება. ამ ეტაპისთვის პროექტზე გამოყოფილია 60 მლნ ლარი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს 7 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება.
2019 წლის დასაწყისისთვის დაიწყება ტერმინალების შეერთების ფაზა, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ რკინის კონსტრუქციების. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა. ჯამში იქნება 6 გასასვლელი, რაც უზრუნველყოფს პიკურ საათში 6 რეისის ერთდროულად მომსახურებას”, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.ტეგები