სიახლეები
-
28 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
ოზურგეთში ასფალტი 16 ქუჩაზე დაიგება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სანაპიროსა და პეტრიწის ქუჩებზე გზის მოასფალტების სამუშაოები მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა. მისი განცხადებით, 2017 წლის ბოლოსთვის ქალაქის მასშტაბით არსებული ყველა ქუჩა რეაბილიტირებული იქნება.
,,სანაპიროს შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ამჟამად აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს. გარდა ამისა, გზის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია ქალაქის კიდევ თექვსმეტ ქუჩაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ორი თვის განმავლობაში დაასრულებს. აღნიშნული მიმართულებით რეაბილიტაცია, ეტაპობრივად, მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება და 2017 წლისთვის ქალაქის ყველა ქუჩა მოასფალტდება“, - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.