სიახლეები
-
07 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
საქართველოში პირველი ქართული ვისკის ქარხანა „ჯიმშერი“ აშენდება
2019 წლის გაზაფხულზე მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი ქართული ვისკის ქარხანა „ჯიმშერი“ გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ ქართული ვისკის ბრენდის „ჯიმშერის“ დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განუცხადა, კომპანიამ საწარმოს მშენებლობაში საკუთარი ინვესტიცია, ჯამში 10 მილიონი დოლარი ჩადო, ამ ეტაპზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მასში ორი მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებულია.
„ჩვენ ვხსნით პირველ ქართული ვისკის საწარმო „ჯიმშერის“, რომელიც ბაზარზე მოწინავე იქნება და ამ ეტაპზე მას კონკურენტი არ ჰყავს. პროექტი მომავალი წლის გაზაფხულში დასრულდება და ჩვენ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ,“ - აღნიშნა ჩხაიძემ.
პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. JIMSHER-ის ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ვისკი 0,7 და 0, 50 ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული.
ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება - ტრადიციული საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი. ვისკი ექსპორტზე ჩინეთში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის.