სიახლეები
-
03 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ავტობანის მშენებლობას იაპონია $343 მლნ-ით დააფინანსებს
ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას იაპონიის მთავრობა დააფინანსებს. იაპონიის მთავრობა 343 მლნ აშშ დოლარს (38,735 მლრდ იაპონური იენი) საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი 14.7 კმ-ია და ქართული მხარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე შეთანხმებას იაპონურ მხარესთან მომავალ კვირაში გააფორმებს, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იპოანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო ეწვევა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ტარო კონო საქართველოს 4-5 სექტმბერს ეწვევა და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე.ტეგები