სიახლეები
-
27 აგვისტო 2018
თქვენი რეკლამა
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები ₾10 მლნ ჯდება
თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს აღამეტება.
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები ითვალისწინებს მზიურის პარკიდან ვაკის სასაფლაოს ტერიტორიამდე, მდინარის კალაპოტის გაწმენდას, ფორმირებას და მცირე მონაკვეთზე მის მოქცევას ბეტონის მოქნილ ლეიბებით დაცულ არხში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორისაა წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია, მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. ფონდი, ასევე ახორციელებს მზიურის პარკის რეაბილიტაციას.