სიახლეები
-
27 აგვისტო 2018
თქვენი რეკლამა
„ორბი ჯგუფის“ და ,,ბლოკ ინვესტის" თაუერების მშენებლობა თბილისში წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე თაუერების მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამჟამად მერიასთან ნებართვების მიღების ბოლო ეტაპებს გადიან, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.
მშენებლობის დაწყებიდან პროექტი დაახლოებით 2,5 წელიწადში დასრულდება.
თაურები „ბლოკ ინვესტის“ და „ორბი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია. გეგმის მიხედვით, 120 ათას კვადრატულზე ორი თაუერი აშენდება, რომელიც იქნება მულტიფუნქციური, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები, ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტ ოტელი.
„ორბი ჯგუფი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აპარტოტელების მშენებლობა დაიწყო. კომპანია აპარტოტელებს ბათუმსა და ბაკურიანში ფლობს. „ბლოკ ინვესტი“ კი ამ ეტაპზე, რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს. მათ შორის „პარკ ინისა“ და „გოლდენ ტულიპის“ სასტუმროების პროექტებს.ტეგები