მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  ივნისი  2016

    ჭიათურაში ახალი საბაგირო გზის მშენებლობა იწყება

    ჭიათურაში ახალი საბაგიროების მშენებლობა იწყება. სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული სამშენებლო კომპანია „დაგი" განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს მსოფლიო ლიდერი კომპანია Poma ახორციელებს, რომლის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ნიკურაძე აცხადებს, რომ პროექტი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, მათ შორისაა ტექნოლოგიური ნაწილი, მშენებლობა და მონტაჟი-ინსტალაცია. აქედან გამომდინარე, როგორც ნიკურაძე ამბობს, ფრანგული მხარე ჩამოიტანს საბაგიროებს, ქართული მხარის ვალდებულებაა სამშენებლო ნაწილის მომზადება და შემდგომ, ერთობლივად გააკეთებენ მონტაჟს.
    ნიკურაძის თქმით, სამუშაოები 2017 წლის აპრილისთვის დასრულდება.

    ძველი საბაგიროების დემონტაჟი და ახლის მშენებლობა რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყებოდა, ეს „კომერსანტთან" ნიკურაძემ 2016 წლის აპრილში დააანონსა. მაშინ ნიკურაძე აცხადებდა, რომ მხარის ზედამხედველობის სამსახურის მიერ უკვე გაჩერებული იყო ძველი საბაგიროები, დასრულებული იყო იმ მიწების გამოსყიდვა, სადაც პროექტის მიხედვით საბაგირო ხაზები უნდა გასულიყო.


    ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის საკითხი სამთავრობო დონეზე ჯერ კიდევ 2013 წელს გადაწყდა. მაშინ ითქვა, რომ კომპანია პროექტს 2 წელიწადში დაასრულებდა. მიუხედავად ამისა, ჭიათურაში საბაგიროების მშენებლობა ახლა იწყება.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაგირგზების თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით მოდერნიზება, რაც ქსელის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2014 წლის მაისში გაფორმდა.

    პროექტი შეღავათიანი სესხით დაფინანსებას გულისხმობს. „ფინანსური პროტოკოლით" გათვალისწინებულია 13.2 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის გამოყოფა შემდეგი პირობებით: სესხის ხანგრძლივობა - 20 წელი; შეღავათიანი პირობები - 6 წელი; საპროცენტო განაკვეთი - წლიური 0,17 %.

     

    ჭიათურაში საბაგირო გზები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გახსნეს და დღემდე მუშაობს.
    საბაგირო გზა კვეთს მდინარე ყვირილას, რომელიც შავად მიედინება როცა გადამამუშვებელი ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ. საინტერესოა რომ მგზავრების გადამყვან, ძველი გამოშვების კაბინას სამუხრუჭე სისტემა არა აქვს და კაბინა მოძრაობს ბაგირის იმედად.

     

     

     

     


პარტნიორები